Digest Logo

„ბედნიერებისთვის არც ფული და არც სიმდიდრე არ არის საჭირო, ამას თავად ისინი ამბობენ, ვინც ბევრი იშოვა და ფულით საყვარელი ადამიანების სიცოცხლე ვერ იყიდა“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1783256700
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ მიმართვას აქვეყნებს:

„დიალოგი საკუთარ თავთან.
ადამიანი, მაშინ არის გამარჯვებული, როცა საკუთარ თავთან იმარჯვებს.
რისთვის იბრძვი, რატომ იბრძვი, ვის ებრძვი.

ჯერ საკუთარ თავს ებრძოლე, ებრძოლე ავ ზრახვებს, ებრძოლე ავ ფიქრებს, ებრძოლე შურს, რომელიც ისე განადგურებს ვერც კი ხვდები.

ებრძოლე ავ სურვილებს და ავ მოლოდინს, ადამიანები როდის დამარცხდებიან.
,,ვერავინ ვერავის საფლავს ვერ ამოავსებს''
სად არის ტკბობა, რომელიც ღმერთმა გიბოძა.

სად არის ის სიხარული, რომლითაც განგებამ დაგაჯილდოვა სხეულით. მოგეცა გული, ხელი, ფეხი, თვალი, ყური, გონება აზროვნება და ...

სად გაგიქრა სიყვარული, რომელიც უზენაესმა სიცოცხლესთან ერთად გაჩუქა.
ბედნიერებისთვის არ არის ბრძოლა საჭირო.

ბედნიერებისთვის სხვისი დამარცხება არ არის საჭირო.
ბედნიერებისთვის არც ფული და არც სიმდიდრე არ არის საჭირო, ამას თავად ისინი ამბობენ, ვინც ბევრი მოიხვეჭა, ბევრი იშოვა და ფულით საყვარელი ადამიანების სიცოცხლე ვერ იყიდა.
შენ არავის ჭირდები, თუ სუფთა გული არ გაქვს.
შენ არავის ჭირდები თუ კეთილი არ ხარ.
შენ არავის ჭირდები თუ საკუთარ თავს არ გამოადექი.

ერთხელაც თუ მოიკითხე, ან გული დაგწყდა შენს გაკეთებულ სიკეთეზე, ან ინანე ადამიანის დახმარება და მოითხოვე მადლიერება, ეს ის სიკეთე აღარ არის, რომელსაც ღვთისნიერება ჰქვია.
თუ საკუთარ თავს აზიანებ შენი მოქმედებით, ფიქრებით და სასოწარკვეთით, სერიოზული პრობლემა გაქვს და კარგად დაფიქრდი.

„ნეტა რისთვის ვიწვალე და რისთვის დავიტანჯე'' ამას ამბობს თითქმის ყველა, სიკვდილს მომლოდინე მოხუცი.
მე მიყვარს ლოდინი.

თუ შენ შეგიძლია სიძულვილი, მაშინ შენ არაფერი არ შეგიძლია.
„სადაც შენი დაიკვეხნო, იქ ჩემიცა თქვიო“, - წერს გია ჯაჯანიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕„ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც მყისიერ გამდიდრებას გპირდებიან“ - 5 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕რა არის სასიკეთო და რისგან სჯობს თავის შეკავება? - 5 ივლისის მეტაფიზიკური პროგნოზი