Digest Logo

„ბედნიერი დაბადების დღე, დიდ რეზის“ - ქეთი წიქვაძე მამამთილს იუბილეს ულოცავს

1789457166
ქეთი წიქვაძე

მსახიობი ქეთი წიქვაძე სოციალურ ქსელში მამამთილს, რეზი არველაძეს დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

რეზი არველაძე 1969 წლის 15 სექტემბერს, თბილისში დაიბადა და იგი 57 წლის გახდა:

„ბედნიერი დაბადების დღე, დიდ რეზის“, - წერს ქეთი წიქვაძე. 

ცნობისთვის, ქეთი წიქვაძე მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილია. მისი ბებია-ბაბუა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი, ქეთევან კიკნაძე და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთის პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია, ის ფართო საზოგადოებამ მაინც ამ ამპლუით გაიცნო - ქეთი პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ სახასიათო როლით გამოჩნდა და მაყურებელს მალევე შეაყვარა თავი.

ცნობისთვის, ქეთი წიქვაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი ვაჟის მეუღლე გახლავთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ალექსი და სტელა დაშორდნენ - „ახალგაზრდაა, თავისუფლება უნდა, ზოგჯერ წასვლა ნიშნავს სიყვარულს“

„სამხედრო დაძაბულობის გამწვავება, ფინანსური გარდაქმნები...“ - მიმდინარე კვირის ეზოტერული პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომის ბოლომდე მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატება ელოდება