Digest Logo

🎥 ალექსი და სტელა დაშორდნენ - „ახალგაზრდაა, თავისუფლება უნდა, ზოგჯერ წასვლა ნიშნავს სიყვარულს“

1789455104
სტელა და აალექსი

სტელა და ალექსი ყველაზე ხშირად ასოცირდება მუსიკალურ წყვილთან (ალექსი კიკვიძე და სტელა კოჩი), რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვეს მეგაპროექტ „ნიჭიერში“ მონაწილეობით. გარდა ამისა, მათ სოციალური ქსელის საერთო გვერდიც აქვთ, რასაც 32 000k გამომწერზე მეტი ჰყავს. 

ცოლ-ქმარი გაშორდა. სამწუხარო ინფორმაცია ალექსიმ „ფეისბუკზე“ გაავრცელა.

როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება სტელამ მიიღო და იგი საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა:

„მინდა, ბევრი ადამიანი გავახარო და ბევრს გული დავწყვიტო, რატომ? ბევრი მეკითხება, სად არის სტელა, ფაფუ, აღარ არის სტელა, აღარ ვართ ერთად, წავიდა თავის სამშობლოში. 

სტელა ამ არხზე საერთოდ აღარ იქნება. 

დავიწყე ახალი ცხოვრება, გვიყვარს და ვგიჟდებით ერთმანეთზე, მაგრამ ერთად აღარ ვართ. ძალიან კარგი 4 წელი გავატარეთ ერთად, უბედნიერესი, მართლა, არაჩვეულებრივი წლები იყო.

ხანდახან შეიძლება კონცერტები ჩავატაროთ ერთად, ჩხუბით არ დავშორებულვართ. მოკლედ, ახალგაზრდაა, თავისუფლება უნდა, ზოგჯერ წასვლა ნიშნავს სიყვარულს. ახლა უკვე იცით, საუკეთესო ქმარი ვარ და ვიყავი, მე სტელას ყველაფერი მივეცი და ბედნიერება, თავისუფლება ვაჩუქე და ამისთვის დღესაც მადლობას მეუბნება, ასე რომ გაუმარჯოს თავისუფლებას“, - ამბობს ალექსანდრე კიკვიძე. 

გთავაზობთ წყვილის ინტერვიუს, რომელიც „დაიჯესტმა“ მათთან რამდენიმე წლის წინ ჩაწერა: 

ალექსი: პირველად, როცა ადამიანი ჩადის უცხოეთში მას გარკვეული სირთულეები ახლავს, არ იცი ენა, კულტურა, ქუჩები და არ იცნობ ქალაქს, თუმცა ამ სირთულეებს ჩემს მუსიკასთან ერთად გავუძელი, აქ როცა ჩამოვედი ქუჩაში დავიწყე დაკვრა. შემდეგ ავიღე ლიცენზია და დავიწყე ბარსელონას ბარებში დაკვრა.  რამდენიმე წელი ვიცხოვრე ბარსელონაში, შემდეგ ჩემ ყოფილ მეუღლეს დავშორდი და წავედი კუნძულზე, დავიწყე დაკვრა, სწორედ აქ შევხვდით მე და სტელა ერთმანეთს, როცა ვუკრავდი, ისიც დაშორებული იყო მის ყოფილ ქმარს.

2022 წლის 25 სექტემბერი იყო, როცა ვუკრავდი და ჩემს წინ დაჯდა და დავიწყე დაკვრა და ფლირტაობა...

რა იგრძენით როდესაც ალექსი დაინახეთ?

სტელა: უცნაურად გამოიყურებოდა დიდი წვერი ჰქონდა. ძალიან მომეწონა მისი მუსიკა, რომ ვუყურე, ვუსმინე, მივხვდი საინტერესო სტილი ჰქონდა. ვისაუბრეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო გვქონდა.

რა მოგწონთ საქართველოში ყველაზე მეტად?

სტელა: ყველაფერი, რაც ვიცი საქართველოზე, ვიცი ალექსი რასაც მიყვება და მასწავლის იქიდან. აქ ბევრი ქართული რესტორანია და მომწონს ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით კი იმერული კერძები, ფხალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი. ხინკალი კარგია, მაგრამ მე ხორცს არ ვჭამ.

თქვენი მეუღლე თქვენი მუსიკალური პარტნიორიცაა რა მუსიკას ქმნით, სად უკრავთ და ვინ არის თქვენი მსმენელი?

ალექსი: კი ასეა, ერთად ვუკრავთ ერთად ვმღერით, საერთო კომპოზიცია გვაქვს. ვუკრავთ ბარებში, რესტორნებში, კორპორაციულ საღამოებზე. შემხვედრია ბევრი ქართველი, მაგალითად ერთ-ერთმა ქართველმა, რამდენიმე დღის წინ მომწერა, რომ გერმანიაში შუქნიშანზე დაგინახეთ შენ და სტელა და „ძალიან ბუნებრივები ხართო“.

როგორ ფიქრობთ, რით დაიმსახურეთ საზოგადოების სიყვარული?

ალექსი: ალბათ, იმით, რომ ვინც ვართ რეალურ ცხოვრებაში ისინი ვართ ეკრანზეც. ჩვენი მოტივაციაა უბრალო ცხოვრებით იყო ბედნიერი და დააფასო შენს გვერდით მყოფი ადამიანები - იყო მართალი საკუთარ თავთან. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„სამხედრო დაძაბულობის გამწვავება, ფინანსური გარდაქმნები...“ - მიმდინარე კვირის ეზოტერული პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომის ბოლომდე მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატება ელოდება

15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო