Digest Logo

„ბედნიერი იყო ბოლო დღეებში და გამუდმებით საუბრობდა ამაზე... გამახსენდა, როგორი გულმოდგინებით სწავლობდა დაკვრას, როგორ მიყურებდა თვალებში და საოცრად სწრაფად ითვისებდა ყველაფერს“ - ლევან კბილაშვილს მეგობრები იხსენებენ

1655884571
ლევან კბილაშვილი

21 ივნისს მომღერალი ლევან კბილაშვილი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას კორონავირუსის რამდენჯერმე გადატანის შემდეგ, მენჯის ძვლის დაშლა დაეწყო.

სამწუხარო ინფორმაციამ მთელი საქართველო მოიცვა, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც, რომლებსაც მომღერალთან კარგი ურთიერთობა აკავშირებდათ.

ლევან კბილაშვილი გარდაცვალებამდე ჯგუფ PanGeo-სთან ერ­თად მღე­რო­და. მათ სამძიმრის წერილი უკვე გამოაქვეყნეს და მომღერალთან ბოლო შეხვედრები გაიხსენეს. გარდაცვლილს 9 დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა და გუნდმა ეს ბედნიერი დღე ერთად აღნიშნა.

„ვერაფერს ვწერთ და ვერც დავიჯერებთ. ჩვენი ნათელი, სუფთა, უნიჭიერესი ლევანჩიკი აღარ არის. სიზმარივით წავიდა. ვერც კი გავიგეთ, რა მოხდა.

სულ რაღაც 9 დღის წინ ყველამ ერთად აღვნიშნეთ მისი დაბადების დღე და მადლობა გადაგვიხადა ყველას და თქვენ, ამ დღესასწაულისთვის და თქვა, რომ ეს იყო საუკეთესო დაბადების დღე მის ცხოვრებაში.

გუშინწინ კი დაუვიწყარი ფესტივალი გვქონდა, ყველამ აღმოჩენა გვიწოდა. ყველაფერი თავიდან იწყებოდა...

ლევანი აბსოლუტურად ბედნიერი იყო ბოლო დღეებში და გამუდმებით საუბრობდა ამაზე... ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი მწუხარებაა. განუზომელი მწუხარება. ჩვენთვის ძალიან რთულია ამ მწუხარების გაგება.

მადლობა ყველას, ვინც იყო Pangeo-ს კონცერტებზე და ბედნიერებას ჩვენთან ერთად იზიარებდა.

დიახ, ჩვენ არ გვქონდა დრო, რომ პირველი ალბომი გამოგვეშვა, რომელზედაც მთელი წელი ვმუშაობდით, მაგრამ უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოვაქვეყნებთ და ეს იქნება ჩვენს ლევანჩიკზე საუკეთესო მოგონება“, - წერია სამძიმრის წერილში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by PanGEO & Levan Kbilashvili (@pangeo_music)

 

ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პირველად მისმა მეგობარმა, ჟურნალისტმა  ნონა დათეშიძემ გაავრცელა.

მომღერალი ნატო გელაშვილი, ჟურნალისტი ლევან კირვალიძე, marketer.ge-ს დამფუძნებელი აკო ახალაია და სხვა მრავალი ადამიანი ამ ტრაგიკულ ამბავს ეხმაურება და გარდაცვლილს შესახებ ემოციურ ამბებს იხსენებენ. ასევე, მის ბავშვობაზე, ჯარში მოღვაწეობის პერიოდზე და ლევანის განსაკუთრებულ ნიჭზე საუბრობენ.

„უკარგესმა ბიჭმა დაგვტოვა.  როგორი იმედი მქონდა, რომ ყველაფერი საბოლოოდ კარგად იქნებოდა - იშვიათად მაგარი ადამიანი“, - წერს ლევან კირვალიძე.

„დღეს კიდევ ერთხელ გამეყინა სხეული… თვალწინ ჩამიარა ბევრმა ლამაზმა წელმა, რომელიც მე და პატარა ლევან კბილაშვილმა ერთად გავიარეთ… გამახსენდა როგორი გულმოდგინებით სწავლობდა დაკვრას, როგორ მიყურებდა თვალებში და როგორ საოცრად სწრაფად ითვისებდა ყველაფერს…

როცა ეს სიმღერა ჩავწერეთ, ლევანი დაახლოებით 12-13 წლის იქნებოდა.. ეს მისი პირველი დიდი ნაბიჯი იყო …როცა წამოიზარდა მთხოვა თავიდან ჩაგვეწერა, თუმცა მე ვეღარ შევძელი.. ჩემი დაზიანებული ყელის გამო და ვუთხარი მას ემღერა მარტო, თუმცა აღარ უმღერია და ასე დარჩა ჩემი და ლევანოს ტკბილ მოგონებად, ნათელი შენ უვაჟკაცეს სულს ჩემო ლევან… ჩემთვის სულ ის პატარა ბიჭი დარჩები პირველად რომ შემოაღე ჩემი კარი მშვიდობით ჩემო პატარა მეგობარო“, - წერს მომღერალი ნატო გელაშვილი.

„მე და ლევანი ჯარში შევხვდით ერთმანეთს, იქიდან დაიწყო ჩვენი ძმაკაცობა. ის იყო ჩვენი ასეულის მთავარი ხმა, გვიკითხავდა ფიცს და ჩვენც ვყვებოდით. მერე ისე მოხდა, რომ ერთი და იმავე ობიექტზეც აღმოვჩნდით, მე სულ ხუმრობის ხასიათზე ვიყავი, სიმღერას წამოვიწყებდი და ვეუბნებოდი, შენზე უკეთ ვმღერი, მაგრამ ამყევი -მეთქი, მე ვჩუმდებოდი და ვუსმენდი ამ ოქროს ხმას როგორ მღეროდა თვალდახუჭული...

ეს იყო დიდი გულის მქონე ადამიანი, უდიდესი მეგობარი, სამართლიანი მოქალაქე, რომელიც ცოცხლობდა სიმღერით. მისთვის სიმღერა ყველაფერზე უფრო ძვირფასი იყო და მხოლოდ ამ მდგომარეობაში იყო ბედნიერი...
ბოლოს თბილისში რომ ჩამოვიდა დამირეკა, კიდევ კარგი შევხვდი და ბევრი ვისაუბრეთ, ალბათ ღამის 1 საათი იყო...

ეს რა დღეში აღმოვჩნდით ბიჭო.. მე იმით მშვიდად ვიყავი, რომ შენ შენი დიდი გზა იპოვე და ახლა იქნებოდა შენი ჩაქრობა? ასეთ დროს უბედურებები ყველანაირ საყრდენს მაცლის, იმედს მიკარგავს და ფერს უცვლის ცხოვრებას....
Levan Kbilashvili როგორ „მევასები“ და მეამაყები შენ რომ იცოდე, ჩემო ძმაო.

რა ვქნა, რომ ვერაფრით ვერ გეხმარები...“, - წერს marketer.ge-ს დამფუძნებელი აკო ახალაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელმა შეყვარებულს ხელი სთხოვა - ნახეთ, ემოციური კადრები ბათუმიდან

🎥 „ვიღაც ადამიანმა გამაჩერა, დანა მომადო კისერთან და სასქესო ორგანო დამანახვა...“ - მარიამ ციმინტია პედოფილიის მსხვერპლი გახდა

🔵„აივსეთ მზის სხივებით გარედანაც და შინაგანადაც... ყველა დალოცეთ, ყველას აპატიეთ და ყველას მიტევება სთხოვეთ“ - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ დღეს