UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. მერაბთან ერთად საქართველოს „ნინა დრამა“ კვლავ ესტუმრა.
ცნობილი ჟურნალისტი ნინა მარია დანიელე, რომელიც „ნინა დრამა“-ს სახელითაა სოცქსელში ცნობილი, საქართველოში პირველად ზაფხულში იყო. მან მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოს რამდენიმე კუთხე მოინახულა.
ამჯერად კი მერაბ დვალიშვილი ახალ ვიდეოს გვიზიარებს, სადაც „ნინა დრამასთან“ ერთად გურულ ღვეზელს ამზადებს:
„მერაბ გამარჯვებით გევლოს. მრავალ შობა ახალ წელს“,
„მერაბ ნინას მიაწოდე ხაჭაპური გელოდებოდა“,
„ბედნიერი შობა მერაბ კაცი ხარ კაცური“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის ნინა, UFC-ის სპორტული ჟურნალისტია, რომელიც MMA-ს შესახებ გასართობ კონტენტს ქმნის.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ასე მომილოცა ანნამ 46-ე დაბადების დღე“ - ნოე სულაბერიძე იუბილარია