Digest Logo

„ბევრი ამ სიმპტომებს სტრესს მიაწერს, თუმცა მიზეზი ხშირად რკინის დეფიციტია, ანემია „ჩუმად“ იწყება“ - რას წერს ნატა გაგუა

1773080732
ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს, სადაც ანემიაზე და მასთან დაკავშირებულ სიმპტომებზე საუბრობს. 

მისი თქმით, რკინის დეფიციტი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა:

„გრძნობთ მუდმივ დაღლილობას მაშინაც კი, როცა გამოიძინეთ? ხშირად ანემია „ჩუმად“ იწყება:

•  ძილიანობა და სისუსტე;

•  თავბრუდახვევა;

•  კონცენტრაციის დაქვეითება.

თუ ეს სიმპტომები თქვენთვის ნაცნობია, დიდი ალბათობით მარტო არ ხართ — რკინის დეფიციტი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა.

ბევრი ამ სიმპტომებს სტრესს მიაწერს, თუმცა მიზეზი ხშირად რკინის დეფიციტია. საკვები მხოლოდ კალორიები არ არის - ის ბიოქიმიური ინფორმაციაა ჩვენი სხეულისთვის.  

მცენარეული რკინის ასათვისებლად საჭიროა ინგრედიენტების სწორი კომბინაცია. გაიცანით ხავერდოვანი ჭარხლის ჰუმუსი - თქვენი ენერგიის წყარო!

ჭარხლის ჰუმუსი (3 პორცია):

ინგრედიენტები:

•შემწვარი ჭარხალი 200 გ;

•მოხარშული წითელი ოსპი 180 გ;

•ტაჰინი 1 სუფრის კოვზი;

•ზეითუნის ზეთი (Extra Virgin) 1 სუფრის კოვზი;

•ლიმონის წვენი 2 სუფრის კოვზი;

•ნიორი 1 კბილი;

•ზირა და შებოლილი პაპრიკა ¼ ჩაის კოვზი;

•ზღვის ან ჰიმალაის მარილი გემოვნებით.

მოსართავად: ტკბილი წითელი წიწაკა (C ვიტამინის საბადო!  ) 80 გ, ბროწეული 40 გ და ქინძი 15 გ.

მომზადების წესი:

1.ჭარხალი დაჭერით კუბებად, მოასხით ცოტა ზეთი და გამოაცხვეთ 180°C-ზე 20–25 წუთის განმავლობაში.

2.ბლენდერში მოათავსეთ ჭარხალი, ოსპი, ტაჰინი, ზეთი, ლიმონის წვენი, ნიორი და სანელებლები.

3.დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ოსპის ბულიონი ხავერდოვანი ტექსტურისთვის.

4.ბოლოს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა.

რკინის მაქსიმალური ათვისებისთვის, ამ კერძის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში არ დალიოთ ჩაი ან ყავა, რადგან მათში არსებული ტანინები ამცირებს რკინის აბსორბციას“, - წერს ნატა გაგუა. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს ემოციები დიდხანს გამყვება...“ - კადრები გურჯაანიდან, სადაც დათო კენჭიაშვილის კონცერტი გაიმართა

რატომ ვერ გრძნობს ზოგიერთი ადამიანი მკურნალ ენერგიებს - „ქრისტიანულ გაგებაში შეესაბამება სულიწმიდის ენერგიას, ყველა მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი“

„არ გავუტარებ, არც თმენის ვალდებულება მაქვს და არც ჩემი პროფესიაა ვინმესთვის მწვანე შუქი...“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი