Digest Logo

„ბევრი წლის შემდეგ, ჩემი წონა ისევ 5-იანზე იწყება... მწერენ, გვასწავლე როგორ დაიკელიო“ - თამარ ლეკვეიშვილი საიდუმლოს ამხელს

1668145256
თამარ ლეკვეიშვილი

მსახიობი თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში ზედმეტ კილოგრამებზე საუბრობს და საზოგადოებას ამცნობს, რომ ბევრი წლის შემდეგ, მისი წონა ისევ 5-იანზე იწყება.

გარდა ამისა, თამარ ლეკვეიშვილი ამხელს საიდუმლოს, თუ როგორ შეძლო ზედმეტი კილოგრამების მოშორება.

„ბევრი წლის შემდეგ, ჩემი წონა ისევ 5-იანზე იწყება. ვიცი გაინტერესებდათ“, - წერდა თამარ ლეკვეიშვილი.

მოგვიანებით წონასთან დაკავშირებით მსახიობმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხსნიდა თუ როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები.

„სტატუსმა ჩემი წონის შესახებ, დიდი ინტერესი გამოიწვია და მწერენ, გვასწავლე როგორ დაიკელიო.
ვერ გასწავლით იმიტომ, რომ კონკრეტულად არცერთ დიეტას არ ვიცავ.

უბრალოდ არ ვჭამ, თითქმის არ ვჭამ.
p.s. პატარა საიდუმლოს მაინც გაგიმხელთ - ყველი და უშაქრო ყავაა ძირითადად ჩემი კვება“, - წერს თამარ ლეკვეიშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემი ისტორია, ამ წერილის მერე ასე განვითარდა! მამა გარდაცვლილია, ჩემი არსებობის შესახებ არც კი სცოდნია...“ - რას წერს შვილი დედასთან შეხვედრის შემდეგ

🔵როგორი ამინდი იქნება დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🔵„მუჰამედმა წამართვა ტელეფონი, დამარბენინებს და მიღებს ფოტოებს“ - ნიკოლოზ წულუკიძე და ნანიკო ხაზარაძე იორდანიაში მოგზაურობენ (ფოტოები)