ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შინდისის გმირის, მიხეილ დვალიშვილის ამბავს იხსენებს.
„როცა 17 შინდისელი გმირიდან ერთ-ერთი – მიხეილ დვალიშვილი სახლში მიასვენეს, მისმა მშობლებმა, შვილის სხვა პირად ნივთებთან ერთად, მის ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი პატარა ლექსი იპოვეს..
„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები..
ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ“, - წერს ცაგარეიშვილი.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕აგვისტოს 5 დღე - 16 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან