Digest Logo

„თქვენი სიტყვა, სითბო და სულიერი ძალა მუდამ გვემახსოვრება...“ - თაკო ჩხეიძე ილია მეორეზე

1773835584
თაკო ჩხეიძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მოდელი თაკო ჩხეიძე გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გაავრცელა. 

მან აწ გარდაცვლილთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა:

„მადლობა ყველაფრისთვის.

თქვენი სიტყვა, სითბო და სულიერი ძალა მუდამ გვემახსოვრება.

ნათელი მის სულს და სასუფეველი ცათა“, - წერს თაკო ჩხეიძე. 

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.

მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. 

 ასევე დაგაინტერესებთ: 

„ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ, ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება... იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!“ - ილია მეორის ლექსი

„ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება ჩემთან იქნება... მადლობა მთელი ცხოვრებისთვის“ - რატი დურგლიშვილი

„მძიმეა ეს წუთები, მაგრამ ნუგეშია მისი უკვდავი სული... ღვთისგან რჩეული მამამთავარი გვყავდა“ - ანზორ ოდიშარია