
მდინარე მტკვარში 3 დღის წინ გადავარდნილი მანქანა მაშველებმა წყლიდან გუშინ დილით ამოიყვანეს. დადასტურდა, რომ მანქანაში იყო ორი მგზავრის ცხედარიც.
კიდევ ერთი დაკარგული მგზავრის საპოვნელად სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
ერთ-ერთი გარდაცვლილი უტა ელიავა იყო, რომელსაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
დაღუპული ახალგაზრდის ცოლმა გვანცა გოროზიამ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული კადრები გაავრცელა:
„ბოლოჯერ გნახე აქ, უტი.
შენს ბიჭებთან მოხვედი და ნახევარ საათში წახვედი, მეჩქარება და უნდა დავბრუნდეო.
რატომ გაგიშვი? რამდენი გაკოცე და ჩაგეხუტე, მალე მოვალო ჩემო სიცოცხლეო, მითხარი.
მე გელოდები, მოდი“, - წერს გვანცა გოროზია.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/gvantsa.gorozia.7/videos/9467745546685205
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საუკეთესო იყო, მართლა უსამართლო კონკურსია, ძალიან გულდასაწყვეტია“ - ირმა სოხაძე „ევროვიზიაზე“