
„ევროვიზია 2025“ ნახევარფინალში მარიამ შენგელია მაყურებლის წინაშე წარდგა.
სცენაზე ნომრის დასრულების შემდეგ მან წარმოთქვა სიტყვები - „საქართველო, მიყვარხარ! მადლობა, ევროპა!“.
მიუხედავად არაჩვეულებრივი ნომრისა, მარიამი ფინალში ვერ გადავიდა, რასაც ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა, რომ „ევროვიზიამ“ კიდევ ერთხელ ვერ გამოიყენა კონკურსანტი, რომელსაც საკმაოდ დიდი შედეგის დადება შეეძლო:
„გავიმეორებ და დასტური იმისა, რომ ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ ვერ გამოიყენეს კონკურსანტი, რომელსაც საკმაოდ დიდი შედეგის დადება შეეძლო და თან ყველა ნაწილში!
ამ კონკურსზე წარმატების მთავარი არსი არის მარტივი მელოდია, დამამახსოვრებელი ტექსტი და სიმღერა. უცხო, განსხვავებული იმიჯი და სასცენო ნომერი, რაც ორგანიზატორებს არ ეყურებათ!
მიუხედავად ყველაფრისა არსებულ კონკურსანტებში მე მაინც ვფიქრობ, რომ მარიამი იმსახურებდა ფინალში გადასვლას. მადლობა მას იმისთვის, რომ უდიდესი სტრესის მიუხედავად იდგა მყარად, ძლიერად, თავდაჯერებულად და ყველა ნაწილში ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა!
ორგანიზატორებო მიხვდით, რომ დროს ჩამორჩით, უნდა ჩაეხსნათ ამ კონკურსს უთვალავი მიზეზის გამო და გზა დაუთმოთ თქვენზე ბევრად ნიჭიერ და კრეატიულ გუნდს, რომელიც აუცილებლად დადებს შედეგს!
იმ ვიღაცებს კი, ვისაც ქვეყნის ამ კონკურსში დამარცხება გაგიხარდათ და „Google translate“ -ში იწვალეთ სალანძღავი სიტყვები გეთარგმნათ და საერთაშორისო გვერდებზე გეწერათ, გულწრფელად თანაგიგრძნობთ.
კრიტიკული აზრის გამოხატვა ბუნებრივია აუცილებელია და ასეც უნდა იყოს, თუმცა არა შეურაცხყოფები და ცილისწამებები. ეს ყველაფერი კი ჩვენთან სახლში და არა ქვეყნის გარეთ. დამიჯერეთ სხვა ქვეყნებმა უბრალოდ გულიანად იცინეს და მთლიანობაში ისევ ჩვენი იმიჯი შეილახა. ვისთვის წერდით, ვის აინტერესებდა?
მომდევნო წელს ნინი აირისის გარეშე ეს კონკურსი არ გამაგონოთ! დროებით ევროვიზია!“, - წერს უჩა პირმისაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საუკეთესო იყო, მართლა უსამართლო კონკურსია, ძალიან გულდასაწყვეტია“ - ირმა სოხაძე „ევროვიზიაზე“