მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა - მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის შვილს განსაკუთრებულად უყვარდა სოფელი ბალებისხევი, სადაც მის დაბადებამდე ოჯახმა აგარაკი შეიძინა.
„ეს გზა, მხარე, საბადურის ტყე, სოფელი ბალებისხევი ადგილი, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასი იყო, თავისუფალ დროს მოიხელთებდა და ხან შუაღამეს გარბოდა სოფელში.
ჯერ კიდევ მის დაბადებამდე შევიძინეთ აგარაკი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. სოფლის შესასვლელში პატარა ბიბლიოთეკის შენობა იყო, ზაფხულობით მის ეზოში სტუმრად ასული ბავშვები იყრიდნენ თავს, იყო ჟრიამული და გართობა, რომელიც მთავრდებოდა ასე – ქალბატონი ბიბლიოთეკის გამგე აცხადებდა – ახლა გამოვლენ კბილაშვილების გოგო ბიჭებიო და იწყებოდა კონცერტი სანახაობა.
ბოლოს გული იჯერა იქ ყოფნით, სახლში რომ დაბრუნდა მითხრა – დე, რაღაცას ვხატავ, ვერ დავასრულე, იყოს, რომ ჩამოვალ დავასრულებო..“, – წერს მელიტა ფურცელაძე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ვის ელის ყველაზე მეტი წარმატება 2024 წელს - სრული ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის