Digest Logo

„ბოლოს კახეთში ვნახე, მის სახლში მიმასპინძლა... ეს მითხრა უკანასკნელ სიტყვად, როცა გამომაცილა“ - ვინ გარდაეცვალა გიორგი კეკელიძეს

1669362051
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მისი მასწავლებელი ზურაბ კიკნაძე გარდაიცვალა.

გიორგი კეკელიძე ყოფილ მასწავლებელს ემოციური პოსტით ემშვიდობება და ბოლო შეხვედრას იხსენებს.

„პირველ კურსზე მოგვიანებით მივედი ლექციებზე. მგონი 15 დღე გამოვტოვე ავადმყოფობის გამო და პირდაპირ ფოლკლორის სემინარზე აღმოვჩნდი. ქურუმის გარეგნობის კაცი იდგა, მოგრძო თმებით, შესამჩნევი საქორწინო ბეჭდით, ხელში დაკუჭული ფურცლები ეჭირა, ჩახედავდა, ოდნავ თითქოს შეხტებოდა და ფართო, წყლიანი თვალებით სადღაც შორს იყურებოდა.

იყურებოდა და ამბობდა:

„ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს,
ქვენ ბაცალიგოს შრებისა".

ჩემი დიდი მასწავლებელი და მეგობარი ზურაბ კიკნაძე წავიდა. უდიდესი მთარგმნელი და მეცნიერი. ბოლოს კახეთში ვნახე, მის სახლში მიმასპინძლა. აქ მარტო ძველ ცოდვებს ვიშინაურებო.

„მეტანოია" - ეს მითხრა უკანასკნელ სიტყვად, როცა გამომაცილა. შევხვდებით ბატონო ზურაბ, იქაც ცოტა შემაგვიანდება, მაგრამ აუცილებლად შევხვდებით. იქ, ზენ ბაცალიგოს“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სიკვდილით დაისაჯოს ქალის მკვლელი. მოქმედების დროა, ჩვენს შვილებს რომ არ დავუტოვოთ ეს პრობლემა“ - ნინჩო ჯიბლაძე

🔵„ბორჯომი და სხვა არა“ - რა ფოტოს აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილი

🔵„ქალს რომ ადამიანობა, საკუთარი ცხოვრების განკარგვა უნდა, მოძალადესთან დაშორება რომ უნდა, ამას არ პატიობენ და კლავენ“ - ბაია პატარაია