Digest Logo

„ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა და დამშვიდობებისას ვთხოვე, საბანი დაეფარებინა, არა, ლოცვა მაქვს წასაკითხიო“ - სასულიერო პირის ემოციური წერილი

1730272150
მამა დავით ოქრუაშვილი

სოციალურ ქსელში სასულიერო პირის მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური პოსტი გავრცელდა, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ერთ-ერთ სოფელში ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ღრმად მორწმუნე და მოაზროვნე ქალბატონია, ყოფილი პედაგოგი, თითქმის 90 წლის…

ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა და დამშვიდობებისას ვთხოვე, საბანი დაეფარებინა. არა, ლოცვა მაქვს წასაკითხიო… მეგონა, ზიარების შემდგომ ლოცვას გულისხმობდა. ვუთხარი, მერე წაიკითხე, ცოტა რომ გათბები - მეთქი… არა, სამგზავრო ლოცვა უნდა წაგიკითხოო… და დაიწყო ჩუმი, მიმქრალი ხმით ვედრება… ზოგიერთი სიტყვა არც ისმოდა… მხოლოდ მავედრებელი თვალები, რომელიც ისედაც ათეული წელია, ჭერსაა მიჩერებული, უფრო შორს, ღრმად იხედებოდა და გზას მილოცავდა…

წამოვედი გულაჩუყებული… არა მხოლოდ მისი საქციელის გამო, ღვთის გულმოწყალებით შეძრული… მთელი ეს პერიოდი ისე ჩანდა, რომ ნუგეშს მე ვაძლევდი უმწეო მოხუცს და სინამდვილეში ვინ იცის, მისმა გულითადმა მოხსენებამ რამდენ ხიფათსა და განსაცდელს ამარიდა…

შეუმჩნევლად, არა ერთი ადამიანის სიყვარულს დავატარებთ ჩვენსავე გზებზე და ეს ლოცვითი ჯავშანი ჩვენი უმთავრესი ძალა მგონია!“, - წერს მამა დავით ოქრუაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნამდვილი დედოფალი“ - ლელა მებურიშვილი მორიგი ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს

🎥 როგორ განვავითაროთ კოორდინაცია, ბალანსი და წონასწორობა იმისთვის, რომ სპონტანური ვარდნები და მოტეხილობები თავიდან ავიცილოთ - მარტივი ვარჯიშები ხანდაზმულებისთვის

🎥 „ოპერაციაზე რომ შევდიოდი ვიმეორებდი - „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა, გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი“ - გაიცანით, ერთადერთი კაცი საქართველოში, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცის