Digest Logo

„ბოროტი ადამიანების და ცრუ ინფორმატორების საყურადღებოდ...“ - რას წერს ეკო ფანგანი

1665295667
ეკო ფანგანი

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში „საშობაო მეჯლისის” გადაღებისას ხანძარი გაჩნდა, მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ეხმაურება.

მისი თქმით, დადიანების სასახლეში და მის ტერიტორიაზე არაფერი არ დამწვარა.

„ბოროტი ადამიანების და ცრუ ინფორმატორების საყურადღებოდ: დადიანების სასახლეში და მის ტერიტორიაზე არაფერი არ დამწვარა, ყველაფერი არის ისევ ისე უვნებლად, როგორც იყო. დაიწვა მხოლოდ იმედის კუთვნილი დენის წყარო (გენერატორი).

არც არავინ დაშავებულა და არც არავის ემუქრებოდა რამე.

ასევე, არაფერი ემუქრება და ემუქრებოდა თავად სასახლეს. ჩვენ, ვინც ვიმყოფებით გადაღებაზე, არ ვართ სასახლეში, გადაღებები არის ბაღში.

პ.ს. საბოლოოდ ულამაზეს სანახაობას იხილავთ.

მადლობა ყურადღებისთვის”, – წერს ეკო ფანგანი.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი სცენაზე - აქამდე უცნობი ისტორია

🔵ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა დედა და გზა ეკლესიიდან სექსიმბოლოობამდე - თამო ვაშალომიძის სიშიშვლეზე აგებული პოპულარობა

🔵 „ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც ტაძრამდე არ მიდის... მაშ, რად გვინდა ასეთი გზა…“ - გიორგი ფხაკაძე