Digest Logo

„ბრალდებულმა იცოდა, რომ კესო დათანხმდებოდა შეხვედრას თუ საერთო ფოტოებს საჯაროდ დაადებინებდა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი კესარია აბრამიძეზე

1726844057
ნანუკა ჟორჟოლიან

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

20 სექტემბერს კი, პროკურატურამ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბექა ჯაიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„გამოძიების ინფორმაციით, ნაჩხუბრები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებულმა იცოდა, რომ კესო დათანხმდებოდა შეხვედრას თუ საერთო ფოტოებს საჯაროდ დაადებინებდა.

დაურეკა კესოს და უთხრა დაედო ფოტოები. კესომ ფოტოები დადო, შერიგება შედგა.

ტიპი მივიდა. კამერის მონაცემებით მისვლას და წამოსვლას შორის დრო არის 14 წუთი.
ამ დროში მოასწრეს ბიჭის მიერ ატანილი სასმლის გახსნა (ფოტოზე ჩანს) და ამ მანიაკმა 20 ჭრილობით, სისასტიკით მოკლა გოგო.

ანუ, ამ ავადმყოფმა მანიაკმა, თან ამბავი გააბაზრებინა და თან მოკლა?!

ვერ ვხსნი ამბავს. ის გააკეთებინა რაც ყველაზე მეტად არ უნდოდა (გაბაზრება) და ოღონდ კესო ენახა და მოეკლა ამაზეც წავიდა? სხვაგან ვერ ნახავდა? ქუჩაში ვერ დახვდებოდა?“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ხდებოდა კესარია აბრამიძის სახლთან მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე? - ვრცელდება, სათვალთვალო კამერის მორიგი ჩანაწერი

🎥 „ჩვენი ულამაზესი გოგო… როგორ გაიმეტა იმ ცხოველმა ეს ულამაზესი ადამიანი სიკვდილისთვის“ – ია ფარულავა

⭕ „ორი წლის წინ 20 სექტემბერს საბოლოოდ დავტოვე სარეაბილიტაციო სახლი, გავიმარჯვე, მაგრამ არ ვიცი რამ გადამარჩინა...“ - გიორგი კეკელიძე