UFC ქართველი მერაბ დვალიშვილი 2026 წლის 24 ოქტომბერს პიოტრ იანს შეხვდება, შეხვედრა 23:30 საათიდან დაიწყება. მთავარ ბრძოლამდე კი მებრძოლი „ფეისბუკზე“ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„წონის აღდგენა კარგად მიდის. წონის ჩაბარებიდან გავიდა 4 საათი, დაგიბრუნდათ ახალი მერაბი. მივიღე მხოლოდ სითხეები და ცოტა საკვები, 7 კილო მაქვს დაახლოებით აღდგენილი. ფერზე მოსული ვარ ახლა, კარგად ვარ“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი.
ცნობისთვის, UFC 333-ის ეგიდით გასამართი ღონისძიება აბუ-დაბის Yas Island-ზე მდებარე Etihad Arena-ზე გაიმართება. დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება საღამოს ერთ-ერთი ცენტრალური ბრძოლა იქნება. აწონვის პროცედურის დასრულების შემდეგ მებრძოლები აღდგენით პროცესს იწყებენ, რათა ოქტაგონზე მაქსიმალური ენერგიითა და ფუნქციონალური მომზადებით გამოვიდნენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ ვიცი, ასაკის ბრალია თუ ლუდის“ - რას ამბობს მაკა ძაგანია წონის ცვლილებაზე?
⭕ წონის დასაკლებად სასარგებლო 10 პროდუქტი - რა უნდა შეიტანოთ ყოველდღიურ რაციონში?