ალექსანდრე თოფურიას მომდევნო ბრძოლამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. ქართველი მებრძოლი 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, UFC-ის ღონისძიების ფარგლებში მექსიკელ სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება.
ბრძოლის კვირის დაწყებას სოციალურ ქსელში ალექსანდრე თოფურია ფოტოებით ეხმაურება და წერს:
„ცნობილი საბრძოლო კვირა.“
ალექსანდრე თოფურია ოქტაგონზე დაბრუნებისთვის ემზადება და გულშემატკივრების ყურადღებაც უკვე მის მომავალ დაპირისპირებაზეა მიმართული.



⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„წლების განმავლობაში დაშორებულები ვიყავით“ – ნინი ყულეჯიშვილი სიყვარულის 6-წლიან ისტორიაზე