მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.
ამ ამბავს ჟურნალისტი - გოდერძი შარაშია გამოეხმაურა და პოსტი გამოაქვეყნა. ის ირონიულად წერს, გამოუჩნდა თუ არა ბუზალაძეს გამქილიკებლების არმია, როგორც ეს ფეხბურთელ - ხვიჩა კვარაცხელიას პატრიარქთან ვიზიტს მოჰყვა.
„ნუცა ბუზალაძე პატრიარქს რომ შეხვდა ჯერ არ დაგიკირტნიათ თუ ჯერ შეღამდეს და მერე დაიწყებთ“, - წერს ჟურნალისტი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ახალი ჩანაწერები - შალვა რამიშვილის სკანდალური მხილების მეორე ნაწილი