Digest Logo

🎥 „ჩაკვეტაძეს ჩემზე უკეთესი შემტევი უნარები და დრიბლინგი აქვს...“ - „უოტფორდის“ მწვრთნელი

1727885441
გიორგი ჩაკვეტაძე

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

აღსანიშნავია რომ საბა თითქმის სულ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით იმყოფება ხოლმე და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს აქვეყნებს ხოლმე. 

ამჯერად იგი დიდ ბრიტანეთში გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად იმყოფება, საიდანაც საზოგადოებას საინტერესო ვიდეოებს უზიარებს.

საბა საპანაძე ბრიტანული საფეხბურთო კლუბის „უოტფორდის“ მწვრთნელსაც ესაუბრა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს. ტომ კლევერლმა აღნიშნა, რომ ჩაკვეტაძე მშვიდი და პროფესიონალი ფეხბურთელია.

„უოტფორდი გიორგის მხარს ბოლომდე უჭერს. იგი არის მაგალითი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მისი სიმშვიდით და პროფესიონალიზმით.

ასეთი დონის ფეხბურთელთან ერთად მუშაობა დიდი პატივია. ჩაკვეტაძეს ჩემზე უკეთესი შემტევი უნარები და დრიბლინგი აქვს.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024 განსაკუთრებული გახადა, საოცარი იყო იმის ნახვა, თუ როგორ გაერთიანდა მთელი ქვეყანა ერთი გუნდის გარშემო. მადლობა ქართველ ხალხს!“, - ამბობს ტომ კლევერლი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს

⭕„ასაკი შენთვის მართლაც მხოლოდ ციფრებია“ - ნინო ნადირაძე საბერძნეთში მოგზაურობს

⭕ისრაელში ტერორისტულ თავდასხმას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა