Digest Logo

„ჩემი ბავშვობა...ძალიან მტკივა...“ - რას წერს მარიამ შენგელია მარიამ დოხნაძეზე, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

1755786549
მარიამ შენგელია

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი დაღუპული კომპანია „ნეოტექის“ პიარი მარიამ დოხნაძეა, რომელიც ასევე მომღერალ მარიამ შენგელიას საუკეთესო მეგობარი გახლდათ.

მარიამ შენგელიამ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ისინი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ:

„ჩემი ბავშვობა. ჩვენი ერთად გატარებული დრო. მართლა ძალიან მტკივა. მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო. არ მჯერა და არასდროს დავიჯერებ. გპირდები სულ მემახსოვრები“, - წერს მარიამ შენგელია ფეისბუკ პოსტში.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საფანოვის და ზაბარნის შორის დაძაბულობა? - სპორტი აერთიანებს“ - რას ამბობს ლუის ენრიკე გუნდში რუსი და უკრაინელი ფეხბურთელის ერთად ყოფნაზე

⭕პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

⭕„მარიამი იყო ჩვენი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ნათელი, ენერგიული და გულთბილი ადამიანი, რომლის ადგილი არასდროს შეივსება“ - კომპანია „ნეოტექი“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს