Digest Logo

🎥 „ჩემი ბოლო გამოსვლა გერმანულ ვოისში“- რას წერს ლიზი გოზალიშვილი

1700893270
ლიზი გოზალიშვილი

ქართველი მომღერალი და გერმანული „voice“ - ის მონაწილე ლიზი გოზალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს. 

სამწუხაროდ ლიზი პროექტს გამოეთიშა და ეს დარბაზში მყოფმა მაყურებელმა გადაწყვიტა.

„ჩემო საოცარო გულშემატკივრებო,
სამწუხაროდ, დარბაზში მყოფმა მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ პროექტი უნდა დამეტოვებინა.
გუნდების შეჯიბრში ჯოვანის გუნდიდან პირველი გამოვედი და წითელი სკამი დავიკავე. რამდენიმე გამომსვლელის შემდეგ ტოკიო ჰოტელის მონაწილემ გამომიწვია და დარბაზში მყოფი მაყურებლების ხმათა უმრავლესობით სწორედ ის გადავიდა ნახევარფინალში.


უზომოდ და სამუდამოდ მადლიერი ვარ ყველა იმ ემოციისთვის, რაც ამ დროის განმავლობაში თქვენგან მივიღე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამხელა დადებით ენერგიას მივიღებდი ამდენი ნაცნობისა თუ უცნობისგან. უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი გულშემატკივრობისთვის!
პროექტი ჩემთვის დასრულდა, თუმცა ეს ასეა: ეს არის კონკურსი და იმარჯვებს მხოლოდ ერთი 
გპირდებით, რომ თავს ხშირად ,,შეგახსენებთ” და ჩემს სათქმელს ყოველთვის, ყველა სცენიდან ვიტყვი. 
ჰო და აი, ისიც! ჩემი ბოლო გამოსვლა გერმანულ ,,ვოისში” - წერს ლიზი გოზალიშვილი.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გადაწყვეტილებას მწვრთნელის ნაცვლად, დარბაზში მყოფი აუდიტორია იღებს“ - ლიზი გოზალიშვილი მიმართვას ავრცელებს

🔵🎥 აპატია თუ არა საკუთარ თავს კოკიმ, რომ გამზრდელი ბებიის გარდაცვალებისას მუსიკალურ კონცერტზე იმყოფებოდა