Digest Logo

„ჩემი დაბადების დღე სავსე იყო სითბოთი, სიყვარულით, სიტყვებით, სიურპრიზებით და გულწრფელი ემოციებით“ - ნინო ჩხეიძე

1749323845
ნინო ჩხეიძე

ქართული შოუბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე, რომლის რეპერტუარი ქალაქურ ფოლკლორს, ეთნო და პოპმუსიკის ელემენტებს შეიცავს, არაჩვეულებრივ ფორმაშია.

6 ივნისს მას დაბადების დღე ჰქონდა, რის გამოც სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. 

ახლახან კი მომღერალმა ახალი ფოტო გაავრცელა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა:

„ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის ❤️

ჩემი დაბადების დღე სავსე იყო სითბოთი, სიყვარულით, სიტყვებით, სიურპრიზებით და გულწრფელი ემოციებით.

გმადლობთ თითოეულს, ვინც გამიხსენეთ, მომილოცეთ, მეფერეთ და მაჩუქეთ ის ენერგია, რაც ასე მჭირდებოდა ❤️მიყვარხართ ❤️თქვენი სიყვარული მე მაბედნიერებს❤️“, - წერს ნინო ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედაჩემი მოვიდა... მირჩიეთ სად წავიყვანო, რა ვანახვო“ - არუნ ხათრი უთბილეს კადრებს აქვეყნებს

„რა სიმბოლურია, რომ მათი ჯვრისწერა რომში მიმდინარეობს, სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და შეუყვარდათ“ - დათო ოქიტაშვილი შვილი დაოჯახდა

„ადამიანი უბრუნდება თავის ოჯახურ ისტორიას, მშობლებთან ურთიერთობას, სახლს, დაცულობასა და ემოციურ სტაბილურობას“ - უჩა სიხარულიძე იუპიტერის კირჩხიბში გადასვლაზე