
საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ეკა ხერხეულიძეს მიმართავს. ცაგურია 2009 წელს მომხდარ ისტორიას იხსენებს.
„ახლა ვნახე ქალბატონი ეკა ხერხეულიძე ღელავდა სააკაშვილის პატიმრობაზე და საპატიმრო პირობებზე, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ ქვეყნებში არსებულს. გამახსენდა 2009 წლის 15 ივნისს ახალგაზრდების საშინელი დარბევის შედეგ, პოლიციის შენობაში რომ გვაწამეს სასტიკად, მერე უკვე დაკავებული სასამართლოს ეზოში რომ მცემეს, დამიზიანეს ხერხემალი, დამიმტვრიეს ხელის მტევანი, თავი მქონდა რამდენიმე ადგილას ცემისგან გატეხილი, ჩვენთან ერთად საშინლად სცემეს ომბუდსმენის წარმომადგენელი, სცემეს ჟურნალისტები, დაულეწეს კამერები, წაართვეს ყველას აპარატურა და წაუშალეს ყველა მასალა.
ასევე ჩემი დაკავების შემდეგ სასტიკად სცემეს მამაჩემი, დედაჩემს გაუსწორდნენ ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ რომ დედა იყო ჩემი და ძირს დაგდებულს წიხლები და ხელკეტები ურტყეს... ამის შემდეგ საპატიმროში შემოვიდა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე. მაშინ იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე (რა ცინიკურია), ამ დალეწილს, ნაცემ ნაგვემს მეუბნება რომ დიახაც საცემი ვიყავი და იმიტომაც მცემეს! არავის სცემენ თურმე ტყუილად და ახალაიები გმირები არიანო და შენ სამშობლოს მოღალატე ხარო.
დიახაც „უნდა ეცემე და მაგიტომაც გცემესო“ გამიმეორა რამდენიმეჯერ... ახლა რას აპროტესტებს ეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე? კონკრეტულად ადამიანის რომელი უფლება ირღვევაო პატიმარ სააკაშვილთან, მეგის ქარდავასთან ან კასტილიანთან, ხომ ვერ გვეტყვის? თაფლი არაა მაისის თუ წაბლის?
საპატიმროში ჩემს დასამცირებლად და შეურაცხყოფის მოსაყენებლად რომ დადიოდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ქალი ხომ არ დაავიწყდა?“- წერს დაჩი ცაგურია.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი საიდუმლო და ცოტა რამ მის უიღბლო სიყვარულზე
🔵ეკა მამალაძის 2 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან
🔵რატომ უთხრა თამრიკო ჭოხონელიძემ გოგი დოლიძეს უარი ცოლობაზე და ვინ იყო მისი შვილების დედინაცვალი
🔵VIDEO: როგორ სახლში ცხოვრობს თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად და როგორია მათი სიყვარულის ისტორია