Digest Logo

„ჩემი დიდი გამარჯვება იცით რა არის? პირველი ფოტოდან მეორე შედეგამდე რომ მივედი“ - ლორენ მასხულია ტრანსფორმაციაზე

1792594889
ლორენ მასხულია

ტრანსგენდერი ქალი ლორენ მასხულია, რომელიც საზოგადოებას გიორგი მასხულიას სახელით ახსოვს, სოციალურ ქსელში განვლილ ცხოვრებასა და დიდ ტრანსფორმაციაზე საუბრობს, რაც წონის კლებას უკავშირდება:

„მე არასოდეს ვმალავ არაფერს, საიდან მოვდივარ, როგორ დავიწყე ყველაფერი და ასე შემდეგ.

მე არ ვარ ორპირი და არ შემიძლია ადამიანებთან ნიღბებით ყოფნა, მიყვარს როცა ვაკეთებ იმას რაც მსურს, ჰოდა მე მინდოდა და მივაღწიე იმ შედეგს, რაც მსურდა.

ვიყავი 148 კილო, გავიკეთე ბარიატრია და 78 კილომდე დავარეგულირე წონა, გავიკეთე რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია, ტანის კორექცია და ასე შემდეგ. მინდოდა ვყოფილიყავი თავისუფალი ადამიანი და არ ვყოფილიყავი ჩარჩოებში.

მე არ ვარ ის ტიპაჟი დედებს, ცოლებს, ქმრებს რომ უმალავენ, სახლში ცოლი რომ ელოდებათ და ცხრაასი საყვარელი ჰყავთ, კაცები, სახლში ქმრები რომ ელოდებათ და ცხრაასი ქალი ან კაცი ჰყავთ საყვარელი, არ შემიძლია, ვერ ვითამაშებ ორმაგი ცხოვრებით, რასაც გადავწყვეტ ყველა ჩემმა ახლო მეგობარმა თუ ოჯახის წევრმა უნდა სცეს პატივი ჩემს მიღებულ გადაწყვეტილებას.

მე არ ვერევი არავის ცხოვრებაში, არ მაინტერესებს არავის პირადი, მაქვს ჩემი ცხოვრება პირადი და ვაკეთებ ჩემს საქმეს, მინდა ბევრი სიყვარული და სიკეთე გავცე და ასეც იქნება.

ჩემი დიდი გამარჯვება იცით რა არის? პირველი ფოტოდან მეორე ფოტოს შედეგამდე რომ მივედი.

ჯერ ეს არაფერია, წინ ბევრი სიახლე გელით. 

ღმერთმა ყველას იმდენი მოგცეთ, რაც გსურთ ის იკეთოთ და სხვები არ აკრიტიკოთ, მე მიყვარს ჩემი ცხოვრების ყოველი დილა და დღე. მიყვარს ჩემი მეუღლე და დედა, სხვა რას იტყვის საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარია მე რას ვფიქრობ მათზე…“, - წერს ლორენ მასხულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მიყვარხარ, კაპიტანო! საუკეთესო ხარ, უფრო ძლიერი დაბრუნდები“ - ქართველი ფეხბურთელების ემოციური გზავნილები კვარაცხელიას

⭕„ყველანი შენთან ვართ ამ ბრძოლაში, ძმაო... ღმერთმა დაგლოცოს“ - ხვიჩა კვარაცხელიას PSG-დან თანაგუნდელები ამხნევებენ

⭕„ეს გრძნობა ვიცი, მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე“ - კრიშტიანუ რონალდუ კვარაცხელიას მიმართავს

✕