Digest Logo

„მიყვარხარ, კაპიტანო! საუკეთესო ხარ, უფრო ძლიერი დაბრუნდები“ - ქართველი ფეხბურთელების ემოციური გზავნილები კვარაცხელიას

1792593646
ხვიჩა კვარაცხელია

ფრანგული კლუბის „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას ქართველი ფეხბურთელები საჯარო თანადგომას უცხადებენ:

გიორგი გველესიანი: ხვიჩა, საუკეთესო ხარ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ! 

ლუკა ლოჩოშვილი: ძალიან დიდი ხარ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, შენს გვერდით ვართ. 

ბუდუ ზივზივაძე: მიყვარხარ, კაპიტანო. მალე დაგვიბრუნდები უფრო ძლიერი. 

ზურიკო დავითაშვილი: ყველა შენს გვერდით ვართ! უფრო ძლიერი დაბრუნდები. 

პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში მოედანზე გამოსვლას ვეღარ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, მოედანზე უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველანი შენთან ვართ ამ ბრძოლაში, ძმაო... ღმერთმა დაგლოცოს“ - ხვიჩა კვარაცხელიას PSG-დან თანაგუნდელები ამხნევებენ

⭕„ეს გრძნობა ვიცი, მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე“ - კრიშტიანუ რონალდუ კვარაცხელიას მიმართავს

⭕„საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს იმის გაცნობიერება, რომ...“ - რაზე საუბრობს პედიატრი

✕