Digest Logo

„ყველანი შენთან ვართ ამ ბრძოლაში, ძმაო... ღმერთმა დაგლოცოს“ - ხვიჩა კვარაცხელიას PSG-დან თანაგუნდელები ამხნევებენ

1792591931
ხვიჩა კვარაცხელია

ფრანგული კლუბის „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას თანაგუნდელები საჯარო თანადგომას უცხადებენ:

დეზირე დუო: იყავი ძლიერი, ძმაო. შენ უფრო ძლიერი დაბრუნდები, ღმერთი შენთანაა.

აშრაფ ჰაკიმი: ჩვენ შენთან ვართ, ძმაო! იყავი ძლიერი!

ფერან ტორესი: ძმა, ყოველთვის შენთანაა!

მარკინოსი: ჩვენ ყველანი შენთან ვართ ამ ბრძოლაში, ძმაო. ღმერთმა დაგლოცოს.

პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში მოედანზე გამოსვლას ვეღარ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, მოედანზე უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს გრძნობა ვიცი, მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე“ - კრიშტიანუ რონალდუ კვარაცხელიას მიმართავს

⭕„საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს იმის გაცნობიერება, რომ...“ - რაზე საუბრობს პედიატრი

⭕ მთვარე თევზებში გადადის - რა სამედიცინო რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ 21-23 ოქტომბერს

✕