„ნაცების ტელევიზია არ ვართ ნამდვილად - ჩვენ გავაშუქებთ რასაც აკეთებენ, ან ვერ აკეთებენ“,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა მისსავე ტელევიზიის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ წარსულში ტელევიზია და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები ენმ-ს დავალებებს ასრულებდნენ.
აღნიშნულ განცხადებას ტელეწამყვან ეკა კვესიტაძის გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც კოლეგას საჯაროდ დაუპირისპირდა:
„ჩემი ძალიან მოკლე რჩევა გიორგი გაბუნიას - ისევ პუტინს მიაწექი!
ვრცელ მკაფიო პასუხს ჩემთვის სრულიად მიუღებელ მის განცხადებებზე მოისმენთ ჩემი გადაცემის მონოლოგში. აი, ასე ვხნით ახალ სეზონს - დღეს 22:00 საათზე“, - წერს ეკა კვესიტაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
ესპანეთში ქართული მაფიის შვიდი დაჯგუფება გაანადგურეს, დაკავებულია 22 პირი
„ცხოვრებაც, ბრძოლაც და სიკვდილიც ერთნაირად ღირსეულად შეძელი“ - გიგა მაქარაშვილი ირმა კახურაშვილზე