Digest Logo

🎥 „ჩემი კუმირია და ის არის შრომის ღმერთი“ - ალექსანდრა პაიჭაძე ვარჯიშსა და პილატესზე

1769427873
ალექსადნრა პაიჭაძე

ქართველო მოდელი და მსახიობი ალექსანდრა პაიჭაძე საკუთარ ცხოვრების წესზე, ვარჯიშსა და მენტალურ ბალანსზე „იუთუბის არხზე“ ერთ-ერთ პოდკასტში საუბრობს. პაიჭაძის თქმით, მისი კუმირი კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც შრომის სიმბოლოდ აღიქვამს.

პაიჭაძე ამბობს, რომ ფიტნესიდან პილატესზე გადავიდა და როგორც იგი განმარტავს, სხეულზე ზრუნვას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც.

„ჩემი კუმირია კრიშტიანუ და ის არის შრომა, შრომის ღმერთია. დარბაზში ვიღაც მომწონებია, მაგრამ გაცნობით არა - არ გამიცნია. 1000 კრემი რომ მქონდა ადრე, ახლა მაქვს სამი, ასე ვცხრილავ დროდადრო რაღაცებს ჩემი ცხოვრებიდან. ფიტნესიდან პილატესის მხარეს გადავედი. სხეულზე ვზრუნავ, ვარჯიში მენტალურად ძალიან მეხმარება, თუმცა მენტალობა ძალიან კარგი მაქვს. რაღაც რუტინა მაქვს: კისრის ვარჯიშები მაქვს დილით, ლოგინიდანვე, მერე მხრები ხურდება, მერე - წელი, საჯდომი და გამოდის პაწაწინა ვარჯიში“, - ჰყვება ალექსანდრა პაიჭაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„აღნიშნული მოვლენა 165 წელიწადში ერთხელ ხდება“: რატომ იქნება ეს კვირა გადამწყვეტი?

⭕„გადარჩება ის, ვისაც შემოსავლის რამდენიმე წყარო ექნება“: ცეცხლი ცეცხლში, 3 თებერვალს 2026 წელი იწყება!

⭕🎥 საშიშია თუ არა ცხოველის ბეწვი? - ვეტერინარის განმარტება