Digest Logo

🎥 „ჩემი ლაშიკო მინდა...“ - რას წერს სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

1761912641
სალომე ბაკურაძე

27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.

ბიზნესმენისა და პროდიუსერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს მისი მეგობარი, პოლიტიკოსი კოტე ზარნაძეც გამოეხმაურა:

„ბასლამ ასეთი ძმობა იცოდა. ეს ვოისი ახლა ჩამიგდეს არც ვიცოდი. გპირდები, სულ გიჟივით მოვიგებთ“, - წერს კოტე ზარნაძე.

კოტე ზარნაძის პოსტს გამოეხმაურა ლაშა ბასლანძის მეუღლე, მომღერალი სალომე ბაკურაძეც, რომელიც ემოციურად წერს:

„ჩემი ლაშიკო მინდა“, - წერს სალომე.

ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში წინა დღეებში მოგზაურობდა. როგორც ირკვევა იგი სამშობლოში დილით ჩამოფრინდა.

მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.

მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მამარდაშვილს შენი ვალი ჰქონდა თუ რას ერჩი?...“ - რა კადრებს აქვეყნებს Geo Team-ი

⭕ „ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ“ - ლაშა გურგენიძის ახალი რჩეული ხელის თხოვნის კადრებს გვიზიარებს

⭕„თავი შეიკავეთ დიდი ფინანსური ინიციატივებისგან...“ - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნოემბერში უნდა იყვნენ ფრთხილად