Digest Logo

„ჩემი მორიდებული თავის ამბავი ვინც იცით, მიხვდებით, რომ ვერ მივიდოდი, მადლობა საამაყო ხვიჩას ამ ჟესტისთვის“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი კვარაცხელიაზე

1686057119
გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს, რომელმაც მას თავისი ხელმოწერილი მაისური გაუგზავნა საჩუქრად.

„მოულოდნელი იყო. დილით ვიღვიძებ, მხვდება ნანიკო კვარაცხელიას მესიჯი და ეს ფოტო.  

ნეაპოლში რომ ვიყავი ჩემი მორიდებული თავის ამბავი ვინც იცით მიხვდებით რომ ვერ მივიდოდი.  

მადლობა საამაყო ხვიჩას ამ ჟესტისთვის, წინ ბევრი წარმატება და სირთულეა, მე ძალიან ვუფრთხილდები ამ შესაძლებლობას რაც მას აქვს და ასევე მისი მეშვეობით ჩვენც.

კვირიდან კვირამდე მემატება ეს განცდა და პასუხისმგებლობასავით მაქვს, ჩვენც უნდა ვუწყობდეთ ხელს ქართველ წარმატებულ ან წარმატების გზაზე მიმავალ ხალხს.

ვისაც ქვეყანა უყვარს უნდა ხვდებოდეს რომ დღეს ყველაზე დიდი ლოგო ჩვენი ქვეყნისთვის არის ეს "ბავშვი".
წარმატებას მიაღწია, შესაბამისად მის მიმართ ყურადღება და წნეხი დიდია.
ის ჩვენთან ერთად აღიარა მთელმა მსოფლიომ. ჩვენ არ გამოგვიგონია და არ აგვიგორებია მითი ხვიჩაზე (ბევრზე გამოვიგონეთ და კიდევ გამოვიგონებთ) ამიტომ ვერავინ ვერ ჩააქრობს მის როგორც სპორტსმენის სახელს.

მე ვნერვიულობ სხვა მხარეზე და არ ვისურვებ რომ როგორც ადამიანი მოიძულოთ წლების შემდეგ აი, მაშინ როდესაც ეიფორია გადავა.

დაიმახსოვრეთ ეს ემოცია და აღმაფრენა, რასაც მისით ვგრძნობთ და როცა მისგან რამე არ მოგვეწონება პირველი ეს გავიხსენოთ.

მაისურიდან სად წავიდაო ბევრი იფიქრებთ, მაგრამ მე სულ ვფიქრობ გამუდმებით როგორ მივიღოთ ერთმანეთი არა ისეთი როგორც ჩვენ გვსურს, არამედ ისეთები როგორებიც არიან.

ადრეც ვთქვი და გავმეორდები, ადამიანი სამოსი არ არის რომ ჩაიცვა და მოიხდინო“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „მცემდა გაზის შლანგით, ქამრით... მათხოვრობას მაიძულებდა. ორსულად როცა ვიყავი, თეფში აიღო და თავში ჩამარტყა“ - ვინ არის კაცი, რომელიც 21 წლის ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა

🎥 უსაყვარლესი ალისკა პიცას აცხობს - რა ვიდეოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე

🔵„არ ვიცით რა მოუვიდა ბავშვს, ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა“ - გია ბარამიძის ცოლს შვილი გარდაეცვალა