Digest Logo

„ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ჩემს თვალწინ გაიზარდა!“ - რუსკა ქარქაშაძე გარდაცვლილ გოგონაზე

1665673956
რუსკა და მარიტა

შემზარავ ტრაგედიას, რომელიც დღეს ვაკის პარკში მოხდა, 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ის წარმატებული ჩოგბურთელი იყო და გასულ წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა

გარდაცვლილის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი რუსკა ქარქაშაძე წერს, რომ მარიტა მისი მწვრთნელის შვილი იყო. 

„ჩემს თვალწინ გაიზარდა!!!!!! ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ახლა გავიგე…..

ღმერთო ეს რა უბედურებაა!!! სიტყვები დავკარგე, არ ვიცი რა ვთქვა!!! ან ამ დროს რა უნდა ვთქვა“, - წერს რუსკა ქარქაშაძე.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵   „ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა...“ - თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

🎥 ვაკის პარკის ტრაგედიისას დაღუპული გოგონას ვიდეო კორტებიდან

🔵  „კუბოსთან მოცეკვავო სვავებო! შვილები არ გყავთ? მშობლები შეიცოდეთ...“ - ანრი ბიბინეიშვილი