მსახიობი - ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება.
მისი თქმით, ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება არასწორია.
„ყველაფრის პოლიტიკურად შეფასება რა უბედურებაა? რა დაგვემართა? რამ დაალპო ადამიანთა სული ისე, რომ ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ყველაფერს იკადრებენ? რა გჭირთ? რამ შეგშალათ? მშობლები შეიცოდეთ და შეიბრალეთ!!!
ყველა დამნაშავე დაისჯება აუცილებლად და დაოკდით!!!
გულის ამრევია თქვენი საქციელი, კუბოსთან მოცეკვავო სვავებო!!! შვილები არ გყავთ? რა დღეში ხართ? რამ გადაგრიათ? რამ, თქვე უჯიშოებო!!!“ - წერს მსახიობი.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა...“ - თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე