მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს საარჩევნო უბნიდან აქვეყნებს. იგი წერს, რომ მან და მისმა ოჯახმა პოზიცია დააფიქსირა, ხმა კი მშვიდობიან საქართველოს მისცა.
„ჩემი ოჯახი სრული შემადგენლობით. ხმა მივეცით მშვიდობიან საქართველოს. წინ ევროპისკენ ღირსებით და კეთილდღეობით!“, - წერს ზურა ხაჩიძე.
შეგახსენებთ, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს.
საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. არჩევნები ელექტრონული წესით წელს საქართველოში პირველად ტარდება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მაინც მოიგებენ არ გამოვა... ყველას ხმა აუცილებელია...“ - ლაშა ბასლანძე