ყველასთვის საყვარელი მსახიობი, გიორგი ყიფშიძე რამდენიმე თვის წინ სამკურნალოდ ბიშკეკში წავიდა და იქ რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.
იგი, წლების განმავლობაში სხვადასხვა დამოკიდებულებას, მათ შორის წამალდამოკიდებულებას ებრძოდა.
მსახიობი სოციალური ქსელის მეშვეობით გამომწერებს მის მდგომარეობის შესახებ პერიოდულად უზიარებს სიახლეებს.
ამჯერად, გიორგი ყიფშიძე რეაბილიტაციის შემდგომ ეტაპის გასავლელად კვლავ ეწვია ბიშკეკს. მასთან ერთად იმყოფება მსახიობი, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.
„რაც კი პრობლემები მქონდა, წყენები ქვას გადავულოცე. ეს ქვა ახლა მომიტანეს, უნდა წავიღო ტაშტარარას მთაზე და მოვიშორო.
არსებობს ფილა, სადაც ჩემი სახელი და გვარი წერია, თარიღებით როცა დავიბადე და ასევე თარიღი წერია, როდესაც მეორედ დავიბადე.
ვინმე თუ შემოგთავაზებთ ამის შემდეგ ნარკოტიკს, უნდა გააქანო და წყვიტო ცხვირში. მქონდა რამდენიმეჯერ ეგ შემთხვევა აქედან ჩასულს, ფესტივალზე ავტომატურად, ზრდილობის გამო შემომთავაზეს და უარი ვუთხარი“, - ამბობს გიორგი ყიფშიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცრად გამოიყურები, ულამაზესო“ - ნახეთ სოფო ბედიას ახალი ფოტოები
⭕„ახლობელმა მითხრა, შენი შვილი დადის და იძახის, დედაჩემი მილიონერიაო“ - რას ჰყვება ნუცა შანშიაშვილი
🎥 „ლამაზი და საყვარელი“ - ნინიკო მამარდაშვილი ბათუმში ისვენებს