მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, ნიკა კუჭავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სპექტაკლები მისი მონაწილეობით, დროებით მოხსნილია რეპერტუარიდან. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობის ფეისბუკის გვერდით ხდება ცნობილი, სადაც მან მიმართვა გაავრცელა და მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა.
„მეგობრებო და ძვირფასო მაყურებელო! ჩემს გამო რამდენიმე სპექტაკლი მოიხსნა და დამიჯერეთ, ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მაქვს ანთებითი პროცესი ტერფზე და გაუსაძლისი ტკივილების გარდა, ფეხსაცმელსაც კი ვერ ვიცვამ.
რამდენიმე მაყურებელმა უკმაყოფილება გამოთქვა თეატრში და მესმის მათი! კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას. ამდენი წლის განმავლობაში, პირველად ხდება, რომ ჩემს გამო სპექტაკლები მოიხსნა და მერწმუნეთ მსახიობისთვის ეს ძალიან, ძალიან უსიამოვნო მომენტია!
სამწუხაროდ, ეს არ არის გაციება, სიცხე, სურდო და ა.შ, რომლის დროსაც არაერთი მსახიობი მდგარა სცენაზე და ჩვენი ძვირფასი მაყურებლისთვის სიამოვნება მიუნიჭებია. ჩემი შემთხვევა სამწუხაროდ გამოუვალია! კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი თეატრს, კოლეგებს, მეგობრებს და რაც მთავარია მაყურებელს!
P.S. ჩვენც ადამიანები ვართ“, - წერს ნიკა კუჭავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მგონი უკვე არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიშისტია და ვინ ანტიმიშისტი, ამ საქმეში ხელისუფლება დიდ ქაქს ჭამს და თან ცდილობს დაგვიმალოს“ - მერაბ მეტრეველი