
4 მარტს „გორის კაპელის“ ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ტყუპი გოგოების დედა გახდა.
წყვილმა შვილებს კირა და თუთა დაარქვა.
თეონა ცირამუა სოციალურ ქსელში შვილების ფოტოებს პერიოდულად აქვეყნებს. ამჯერად იგი ახალ კადრებს აქვეყნებს და წერს:
„ჩემი „შუ" (მაღალკალოროული)
„ესეც „ეკლერი" (საშუალოდ კალორიული, მაგრამ პერსპექტიული)“, - წერს თეონა ცირამუა.
„ხმაურსაც ვაჩვევთ ხოლმე ბავშვებს. ძალიან მაგრად ამობზრიალდა ჩვენი ცხოვრება. მე და გოჩამ გადავწყვიტეთ, რომ ექვს თვემდე მაინც ბავშვებთან გამეტარებინა დრო, დეკრეტი მაქვს აღებული, თუმცა გუნდთან კომუნიკაციას მაინც არ ვწყვეტ. ჩვენ ვზრდით. მე რომ გავდივარ სახლიდან გოჩა იტოვებს ბავშვებს. ისე არის დასპეცებული, რომ ბოლოს ალბათ, ძიძად გოჩას ავიყვან. კაცებს მაინც უჭირთ, მაგრამ გოჩა ყველაფერს აკეთებს.
ხასიათებით ძალიან განსხვავებულები არიან. თუთა ტიროდა ვსაუზმობდით, ცოტა მქონდა დარჩენილი. მივედი და ვუთხარი - გეხვეწები, სულ 5 წუთი მაცადე მეთქი. გაჩერდა და ჩაიძინა. ასე გაუკეთა გოჩასაც და ჩემ რძალსაც. თითოს ესმის და ითვალისწინებს. მეორე საერთოდ არა.
ბევრი რამე შეიცვალა. ცხოვრების აზრი შეიცვალა, პასუხისმგებლობა გაჩნდა ბევრად დიდი. მეშინია ამ პასუხისმგებლობის. შენ ხარ პასუხისმგებელი, როგორ გზაზე დადგება შვილი. რთული ყოფილა. გაჩნდა თუ არა ბავშვები, მაშინვე გაჩნდა სადარდებელიც“, - ჰყვება თეონა ცირამუა ერთ-ერთ ინტერვიუში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი — გაბედული ადამიანი ხართ?
⭕„აგვისტოს ეს წუთები არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან“ - შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე
🎥 „ძალიან გამიმართლა, რომ თქვენ მყავხართ“ - ლინდა კიკოლაშვილი დაბადების დღიდან კადრებს აქვეყნებს