Digest Logo

„ჩემი სიყვარულის ბიჭს გაუმარჯოს, უკვე დიდი კაცი გახდა და მაბედნიერებს მისი არსებობა…“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

1736516194
ნატო გელაშვილის შვილიშვილი

მომღერალ ნატო გელაშვილის შვილიშვილი, ლუკა ჭოხონელიძე იუბილარია, იგი 2 წლის გახდა. 

მომღერალი სოციალურ ქსელში შვილიშვილის ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურ ტექსტს ურთავს თან.

„ჩემი სიყვარულის ბიჭს გაუმარჯოს. ჩემს პატარა მეგობარს, ჭკვიანს, კეთილს, ცოტა მავნეს, ცოტა ჯიუტს, მაგრამ მთლიანობაში სიყვარულის და თვალებში მოციმციმე სიკეთის ბიჭს.

პატარა ლუკა ჭოხოს. უკვე დიდი კაცი გახდა… 2 წლის. მაბედნიერებს მისი არსებობა… მადლობა უფალს გამომეტებული მადლისთვის. მადლობა ჩემს ანეტას და გიოს“ – წერს ნატო გელაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბედნიერი დღეები გქონდეთ“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე შვილთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობენ

⭕„რა კარგები ხართ…“ - თიკო ჩხეიძე და ნუკრი რევიშვილი აბასთუმანში ისვენებენ

⭕ „ისე, როგორც არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს აფხაზეთში... საბერიო, გლოვობდა ანგელოზებთან დამშვიდობებას“ – ნათია თოდუა