მსახიობი ნანკა გვარი (გვარიშვილი) ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობს სოციალურ ქსელებში. იგი გულწრფელად უზიარებს გამომწერებს საკუთარ გამოცდილებებს, რჩევებსა და ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.
აღსანიშნავია, რომ ნანკა გვარს საკუთარი პოდკასტი აქვს - „მარტოობის 15 წუთი“, სადაც სხვადასხვა ცნობილი ადამიანებს ეპატიჟება სტუმრად.
ამჯერად ნანკა სოციალურ ქსელში საკუთარი ძაღლის შესახებ წერს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს უზიარებს გამომწერებს:
„ჩემი სულის მეგზური. ყველაზე სულელი და ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ცელქი და ყველაზე არისტოკრატი, ყველაზე თბილი და ყველაზე ხასიათიანი😆 ფლოკი ♥️
პ.ს გასტროლზე ჩამოვედი თეატრიდან, სულ რაღაც 6საათია არ მინახია და უკვე შემომიტია მონატრებამ. გიჟი ვარ?“, - წერს ნანკა გვარი.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უკვე მესამედ ვაძლევ კახა კალაძეს ხმას, ბევრი საჭირო საქმე კეთდება“ - ნუცა ჯანელიძე