საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მის მიერ დაწერილი წიგნი მალე აშშ-ში და კანადაში გაიყიდება. გარდა ამისა, „თომას ზღაპრები“ უკვე ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიცაა გამოსული.
„ჩემი წიგნი „თომას ზღაპრები“ ინგლისურ ენაზე მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში გამოვა.
აქამდე გამოვიდა თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჩინეთში, იტალიაში. დიდი მადლობა მთარგმნელებს და რაც მთავარია პატარა მკითხველებს“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇