Digest Logo

„ჩემი ცხოვრება შეცვალა...“ - Geo Team-ის 7 წლის იუბილესთან დაკავშირებით საბა საპანაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1769714697
საბა საპანაძე

სპორტული გვერდის Geo Team-ის ადმინისტრატორი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ 29 იანვარს Geo Team -ს დაარსებიდან 7 წელი შეუსრულდა.

„ეს დღე ძალიან მიყვარს. 7 წლის წინ ისეთი რამ დაიწყო, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.

29 იანვარი Geo Team-ის დაბადების დღეა, ამ დროიდან ვიღებ უსაზღვრო სიყვარულს და ემოციებს თქვენგან, რასაც ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, შესაბამისი პასუხი დავუბრუნოთ ოპერატიული, სანდო ინფორმაციებითა და საინტერესო კონტენტებით.

7 წლის წინ დავიწყეთ ერთ პლატფორმაზე ქართული ფეხბურთის სიყვარულით ხალხის გაერთიანება.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც თითო მოწონებითა თუ კომენტარითაც კი ჩვენს განვითარებაში რაიმე სახის წვლილი შეუტანია. მადლობა ყველა სპონსორს, რომელიც გვერდში დაგვდგომია და ახლაც გვიდგას, მადლობა ჩვენს ერთგულ გამომწერებს და რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს მაგარ ფეხბურთელებს.

7 წელი თქვენთან ერთად. დღეს Geo Team-ის დაბადების დღეა“, - წერს საბა საპანაძე Geo Team-ის გვერდზე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Georgian National Team 🇬🇪⚽️ (@geo__team)

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენ ქართულ ტრადიციას ვინახავთ...“ - მალხაზ სეფიაშვილი, ქართველი ებრაელი

🎥 „გული და სული აქ არის... მიზიდავს საქართველო“ - შაბი კორენი, ქართველი ებრაელი

⭕„საოცარი კადრებია“ - სალომე ღვინიაშვილის ესთეტიკური კადრები რომის ქუჩებიდან