Digest Logo

🎥 „ჩვენ ქართულ ტრადიციას ვინახავთ...“ - მალხაზ სეფიაშვილი, ქართველი ებრაელი

1769714313
 მალხაზ სეფიაშვილი

საქართველოში დაბადებული ებრაელი მალხაზ სეფიაშვილი სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე ისაუბრა, რომლებსაც დღემდე ინახავენ ისრაელში:

„11 წლის წავედი საქართველოდან. თუ ქართული კარგად არ ვიცი მომიტევეთ, ისრაელში გაზრდილი ვარ. ძალიან მიხარია დღემდე, რომ ჩვენ ქართულ ტრადიციას ვინახავთ.

ქართველები ძალიან უყვართ ისრაელში. ჩვენი დავით ეფრემაშვილიც ინახავს ისტორიას ქართულს. მე-18 წელია გამოვდივართ ფესტივალებზე, ქეიფი და სიმღერა რა თქმა უნდა ქართულია. 

მე სოხუმში დავიბადე, იმიტომ ჩამოვდივარ რომ ჩვენი ენაა, ჩვენი კულტურა და ტრადიცია. სოხუმში ჩვენები აღარ არიან. ყველა წავედით“, - აღნიშნა მალხაზ სეფიაშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „გული და სული აქ არის... მიზიდავს საქართველო“ - შაბი კორენი, ქართველი ებრაელი

⭕„საოცარი კადრებია“ - სალომე ღვინიაშვილის ესთეტიკური კადრები რომის ქუჩებიდან

🎥 „ჩემი ორგანიზმი ქირურგიული ჩარევებისთვის არ გამოდგება...“ - ნინა პერტენავა „ბარიატრიასა“ და ჯანსაღ კვებაზე