Digest Logo

„ჩემი ცხოვრების ორი გიო, ორი ბედნიერება, უფლის საჩუქარი“ - გიორგი შოშიტაშვილის მეუღლე ჩვილის ფოტოებს აქვეყნებს

1754942505
გიორგი შოშიტაშვილ

„ქსოვრელების“ მომღერალი გიორგი შოშიტაშვილი რამდენიმე დღის წინ მამა გახდა.

მას და მის მეუღლეს სალომე ვარდიაშვილის ბიჭი შეეძინათ, რომელსაც მამის სახელი, გიორგი დაარქვეს.

ჩვილი „გაგუას კლინიკაში“ დაიბადა.

ახლახან კი სალომემ სოციალურ ქსელში შვილის ფოტოები გაავრცელა:

„ჩემი ცხოვრების ორი გიო, ჩემი ორი ბედნიერება, ჩემი უფლის საჩუქარი, ყველაზე ძვირფასი ჩემი გიო და ჩვენი ბედნიერების გვირგვინი პატარა გიო.

მადლობას გიხდით კეთილო ადამიანებო კეთილი სურვილებისთვის, ჩვენ კიდევ უფრო შეგიყვარებთ და ყველას სიკეთით დაგიბრუნებთ თითოეულ ლამაზ სიტყვას, თქვენ მხარდაჭერას. 

გვიყვარხარ“, - წერს სალომე ვარდიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - „ერთმანეთზე უკეთესი შვილები“

„გაიზრდება ადამიანებს შორის ერთურთის გაგების ხარისხი, ანუ სწორი კომუნიკაცია...“ - ხათუნა ნოელი მერკურის დირექტიულობაზე

„სექსუალური და მიმზიდველი“ - ნეკა დოროყაშვილი თეთრ კაბაში პოზირებს