Digest Logo

„არ ღირს ახალი ფინანსური პროექტების დაწყება, საკუთარი თავისთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების დაკისრება“ - რამაზ გიგაური 16 აგვისტოს ასტროტენდენციებზე

1755277803
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 16 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:

„მიუხედავად იმისა, რომ მთვარე აგრძელებს კუროს ნიშანში მოძრაობას, ის „კურსის გარეშეა“, რაც მის ასტროლოგიურ „ეფექტიანობას“ ბევრად ამცირებს. ამიტომ ეს დღე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ადრე (თუნდაც წინა დღეს) დაწყებული საქმეების დასრულებისთვის.

შეიძლება ეს იყოს მიმდინარე საყოფაცხოვრებო პროექტები, ბაღის ან ეზოს მოწესრიგება, ფინანსების გადახედვა და ბიუჯეტის დაგეგმვა.

ამ დღეს არ ღირს ახალი ფინანსური პროექტების დაწყება, საკუთარი თავისთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების დაკისრება, სერიოზული (დიდი) შესყიდვები, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება და გადაწყვეტილებების მიღება.

მოკლედ, 16 აგვისტოს 20:01 საათამდე (თბილისის დროით, ცხადია) სასურველია კომფორტში ვიყოთ. დროის სწორედ ამ პერიოდიდან მთვარე გადაინაცვლებს ტყუპის ნიშანში ახალი, საინტერესო ენერგია გააქტიურდება. ეს კარგია დროა ონლაინ ყიდვა-გაყიდვისთვის, რაიმეს სწავლის დაწყებისთვის. კარგია დროა მანქანის აუქციონზე შეძენისთვის.

20:01 საათიდან მოსალოდნელია ახალი ინფორმაციის მიღება, საქმიანი სატელეფონო ზარების გააქტიურება, რაიმეს მნიშვნელოვანის გაგება. ამ დროს შეიძლება ბევრ ადამიანს გაუჩნდეს განცდა, რომ სამყარო „ელაპარაკება“ ან „რაიმეს მიანიშნებს“. აქედან გამომდინარე, სასიკეთო იქნება თქვენი მხრიდან სასურველი სატელეფონო ზარების განხორციელებაც. ასე რომ, „საქმიანი ზარები“ სწორედ ამ პერიოდიდან დაგეგმეთ (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დროის გათვლა ხდება თბილისზე და სხვა სასაათო ზოლში, შესაბამისი დროის სხვაობა გათვალისწინებული უნდა იქნეს).

გისურვებთ წარმატებებს!“, - წერს რამაზ გიგაური. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმაზე მეტი ბაქტერია შეიძლება დაგროვდეს, ვიდრე უნიტაზზე... ძალიან ბევრი დაავადების წყარო შეიძლება გახდეს“ - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

🎥 „მარიამმა პირველად ნახა ზღვა, მისი ოცნება ასრულებულია“ - „დანტესი“ ქუთაისელი მარიამის ახალ კადრებს გვიზიარებს

„გეიპრანჭნენ გოგუები...“ - თეონა ცირამუა ტყუპების ახალ ფოტოებს აქვეყნებს