„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მას ძაღლი გარდაეცვალა.
„ჩვენს ოჯახში ერთი დიდი ნათურა ენთო, რომელიც უამრავ სინათლეს, სითბოსა და სიკეთეს აფრქვევდა. გუშინ ეს ნათურა ჩაქრა. სამედიცინო მანიპულაციის დროს დააძინეს და ვეღარ გააღვიძეს. სამუდამოდ შეწყდა მისი გულისცემა და სამუდამოდ თან წაიღო ჩვენი სიყვარული.
როცა სამი თვის მოიყვანეს, ხელისგულზე ეტეოდა. ხუთი წელი გვჩუქნიდა მხოლოდ სიკეთეს და სიყვარულს. არაფერი არ უნდა ჩვენგან სანაცვლოდ. მძიმე სტრესიდან გამოიყვანა ბავშვები, სიცოცხლე და ბედნიერება შემოიტანა ჩვენს ოჯახში და ყველა მის ირგვლივ შეგვკრიბა, ჩვენი ემოციური გრავიტაციის ცენტრი გახდა.
ახლა კი წავიდა და დაგვიტოვა ტკივილი, უზარმაზარი სევდა და მარადიული მონატრება. ძალიან გვიჭირს ყველას ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, განსაკუთრებით, ბავშვებს. მხოლოდ დღეს შევძელი ამის დაწერა.
ბევრი ვერ გაიგებს ამას, ყველაფერს. მესმის. მაგრამ ჩვენთვის ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც მის სიკვდილამდე იყო.
ჩვენი ედგარი აღარ არის. ჩემი გოჭიანე დავკარგე. ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი“, - წერს ნიკა გვარამია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO: როგორ იწყებს დილას 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე
🔵„ნუ ვეძებთ მიზეზებს იქ, სადაც საძებარი არ არის... ახლა არ არის კინკლაობის დრო“ - ჯემალ ბაღაშვილი
🔵რა ელოდება პუტინს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით? - ამბავი უკანასკნელი იმპერიის მმართველზე