Digest Logo

🎥 „ჩემნაირ დედებს აქვთ ეს კითხვა... ვიბრძვი ყოველდღე, რომ ცხოვრება გავაგრძელო“ - თამუნა მდივანი პირად ტრაგედიაზე

1771485122
თამუნა მდივანი

დრამისა და კინოს მსახიობ, ინფლუენსერ თამუნა მდივანს 29 აპრილს ვაჟი, გიორგი მდივანი გარდაეცვალა.

თამუნა ამჯერად სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მასთან ერად ცხოვრების სირთულეზე გამომწერის შეკითხვას პასუხობს:

„კომენტარში დამიწერეს და მალე წაშალეს - „ვგრძნობ, როგორ ებრძვი საკუთარ თავს და მეც ამას გავდივარ.“

ღმერთმა შეუმსუბუქოს და შეგვიმსუბუქოს, ასეთ დედებს ეს ტკივილი, ვინც ამ ძალიან რთულად გასავლელ გზას გადის. 

ჩემ თავს ვებრძოდი და მივხვდი, რომ საკუთარ თავთან ბრძოლა ჩანასახშივე წაგებულია, ამიტომ შევხვდი ამ ტკივილს, გავაანალიზე და ვიბრძვი ყოველდღე, რომ წამოვდგე და ცხოვრება გავაგრძელო.

მაგალითად დღეს დამესიზმრა გიორგი, რომელიც რამდენიმე თვე არ დამსიზმრებია, ყველას ესიზმრებოდა ჩემ ირგვლივ და ყველას აბარებდა უთხარით დედას, რომ კარგად ვარო. 

ახლა მივხვდი მე იმიტომ არ მესიზმრებოდა, რომ თავიდან განმიახლდა ეს ყველაფერი. 

ამ ტკივილს არაფერი არ აყუჩებს, მაგრამ რაღაც მომენტში გრძნობ, რომ უნდა გააგრძელო სიცოცხლე.

ვცდილობ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ უკეთ ვიყო, არ არსებობს წუთი, წამი გიორგი არის სულ ჩემთან...

ჩემნაირ დედებს აქვთ ეს კითხვა და ალბათ ამიტომ არ გვესიზმრებიან შვილები, რომ ასეთ დღეში არ ჩავარდეთ.

უფალი როცა ინებებს, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს.

იქამდე კი მონატრებას უნდა გავუძლო“, - ამბობს თამუნა მდივანი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - 19 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„ყველაფერი, რასაც დღეს საფუძველს ჩაუყრით, თქვენთან ერთად გაიზრდება“ - 19 თებერვლის კოსმოსური ამბები

⭕„ეს დაგეხმარებათ იმ სურვილის ახდენაში, რომელიც გულით გინდათ“ - რიტუალი, რომელიც 3 მარტამდე ყოველდღე უნდა გააკეთოთ