27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილიც გამოეხმაურა:
„ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო ყველაზე ერთგულო, საიმედო, საუკეთესო ძმაო“, - წერს ბერა ივანიშვილი.
ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ, რომელიც გუშინ 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში წინა დღეებში მოგზაურობდა.
მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.
მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: