კალათბურთელი ზაზა ფაჩულია UFC-ის ქართველ მებრძოლთან მერაბ დვალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წაგებული ბრძოლის შემდეგ მას ამხნევებს.
იგი ბრძოლას ესწრებოდა და როგორც თავად წერს, ყოველთვის მის გვერდით არის.
„ვამაყობ შენით მერაბ. ჩემპიონებს ერთი შედეგი არ განსაზღვრავს, არამედ გული, შრომისმოყვარეობა და ის, თუ როგორ დგებიან დაცემის შემდეგ.
ყოველთვის შენ გვერდით ვარ“, - წერს ზაზა ფაჩულია.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანმა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა თარიღებია ქორწინებისათვის სასურველი 2025 წლის მიწურულს და 2026 წელს - ასტროლოგის რჩევა