Digest Logo

„ჩემს ბავშვობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის“ - ზურა შევარდნაძე

1681284819
ზურა შევარდნაძე

მებაღე-ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე მიწასთან მუშაობის პირად გამოცდილებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს თუ როგორ უკავშირებდნენ სოფლის მეურნეობის სამუშაოებს მის ბავშვობაში დიდ ხუთშაბათს.

🔵„როგორ არ ვიყო ამ აურზაურში იმ მხარეს რომელზედაც ვარ?! არც ჩემმა შვილმა არ მინდა ისწავლოს ომსკში, ხაბაროვსკში ან თუნდაც პეტერბურგში“ - ზურა შევარდნაძე

„ჩემს ბავშვობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის და ჩხირიც დაარჭო განედლდება.

ამიტომ თესლებს მანამდე დავახარისხებდით და მოვიმარაგებდით, დასარგავსაც ამ დღისთვის შევინახავდით. თავსხმა და დელგმაც, რომ ყოფილიყო უსათუოდ დავთესავით და დავრგავდით.

„ჩულქებში“ გამოკონილ თესლებს რომ ყრიდა ბებია მიწაში ჩურჩულით მიაყოლებდა ლოცვას: „სიკეთით მომაწევიე და სიკეთით მომახმარე წრომანდელი მოსავალიო..“

ბაბუაც დაკრავდა თოხს და მიაყრიდა დაშლილ ბელტებს ბებიას ჩაყრილ სამშეთა ლობიოს კაკლებს, ფორჩხის კიტრებს და ხაპერებს. ფოცხით გადაუვლიდა კეჟერა ფხალს, მაკიდოს და ნიახურის კვლებს.

დიდ, თათრულა ხაპებს ბუდნებათ ვთესავდით და საძროხის სახურავზე აგვყავდა ჩელტებით...

ცერცვი წინა წლის ოქტომბერში ითესებოდა და ამ დღეს უკვე პარკში თუ არა ყვავილში მაინც იყო.
ღვივოდა ჩვენი ბახჩა მისდღემჩი და დაზამთრებამდე ბებიას კალთებით გადმოქონდა და გადმოქონდა ნაირნაირი ბოსტნეული და მწვანილი.. სავსე იყო ყოველთვის გობები, გოდრები, კალათები.... საკმარისზე მეტი გვქონდა სულ ყველაფერი.

ეგება მართლა იმიტომ გვწყალობდა გამჩენი, რომ გვჯეროდა, წესებს მივყვებოდით და დიდ ხუთშაბათს ვთესავდით და ვრგავდით...“, - წერს ზურა შევარდნაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს“ - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

🔵დიდი ოთხშაბათი - დღე როდესაც იუდამ ქრისტე გაყიდა

🔵„ვაპატიებ ყველას ყველაფერს, მაგრამ მივხვდი, უნდა გახსოვდეს ვინ, როდის, როგორ გაგრძნობინა თავი… და იმაზე ახლოს აღარ უნდა მოუშვა ვიდრე იმსახურებს ის“ - თათია შარანგია