საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.
მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთ რესტორანში გადაინაცვლა, სადაც გამარჯვება ერთიანად იზეიმეს.
აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი ავრცელებს და წერს, რომ ნაკრები მის დაწერილ სიმღერაზე ერთობა.
„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მადლობა ამ ემოციებისთვის, ჩვენ ეს შევძელით!“ - სალომე ღვინიაშვილის ემოციები გამარჯვების შემდეგ
⭕სად გაიყიდება ევრო 2024-ის ბილეთები ქართველი გულშემატკივრისთვის? - კობიაშვილის განცხადება